როგორ იყენებენ ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს ჯანდაცვის საკითხებისთვის - Apple-მა კვლევა დაიწყო

Apple-მა ექსპერიმენტული აპლიკაცია ჩაუშვა, რათა შეისწავლოს, თუ როგორ მიმართავენ მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო რჩევისთვის და რამდენად სასარგებლოდ მიიჩნევენ პასუხებს. კომპანია პროექტისთვის ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ OpenEvidence-თან თანამშრომლობს და შეერთებულ შტატებში 200 000-მდე მონაწილის მოზიდვას  ისახავს მიზნად. კვლევა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება და მისმა დასკვნებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ განავითარებს Apple საკუთარ ჯანდაცვის სერვისებს.


Apple პირობას დებს, რომ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის არ გამოიყენებს. კომპანია ანონიმურობის დაცვის პირობას დებს.


OpenAI-ის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელებული მონაცემებით, ChatGPT-ის მომხმარებლები ყოველკვირეულად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ 300 მილიონზე მეტ კითხვას უსვამენ.