Independent-ი წერს, რომ მთავრობა სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში ტაივანის მხარდაჭერის გამო.
Solomon Times-ის თანახმად, კომუნიკაციების მინისტრმა Facebook-ი დაადანაშაულა მისი კოლეგების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო.
სოლომონის კუნძულების მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათს გამოაქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას სოციალური მედიის გიგანტის აკრძალვის შესახებ.
სოლომონის კუნძულებმა გასული წლის სექტემბერში, ტაივანის (კუნძული კონტინენტური ჩინეთის მახლობლად) აღიარება შეწყვიტა და ოფიციალურად პეკინის მთავრობა აღიარა. ტაივანი დეფაქტო სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ აღიარებენ ჩინეთი და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა.