პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია.
,,უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია",- წერს Facebook-ზე ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, დღეს ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.