საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც კოვიდინფექციის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა (2,036,755) დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters წერს.
საფრანგეთმა ლოკდაუნი 30 ოქტომბერს გამოაცხადა. საფრანგეთი მსოფლიოში შემთხვევათა ყველაზე მეტი რაოდენობით მეოთხეა, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.
მიუხედავად ყოველდღიური შემთხვევების შემცირებისა, ჰოსპიტალიზებული ადამიანების რიცხვმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და საფრანგეთს ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ადგილი უჭირავს, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლოკდაუნის დასასრულად პირველი დეკემბერი დაასახელა, თუმცა ეს ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუ შემთხვევათა რაოდენობა არ იკლებს.
საფრანგეთში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 1,217 ადამიანი ემსხვერპლა, დაფიქსირდა 45,422 შემთხვევა.