პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომიდან უპასუხა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც მისი გადადგომის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გამართეს.
ეს მინისტრთა კაბინეტის პირველი შეკრებაა რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებმა ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მისი თქმით, ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა მედიის, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება, შეიკრიბოს, განმოხატოს საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში.
„ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.