ელჩი კელი დეგნანი: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს ქვეყნის ხელმძღვანელად

„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს, ქვეყნის ხელმძღვანელად“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში.

კელი დეგნანის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება დაფასებული, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.