გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ამასთან, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და კონტანტინე მორგოშიას საცხოვრებლებშიც.
Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებენ.
 
                                 
                             
                                                                
                         
                                 
                                 
                                 
                                 
                                