BBC-ს ინფორმაციით, Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინა 94%-ით ეფექტურია 65 წელს გადაცილებულებში. ამის საფუძველს იძლევა შედეგები, რომლებიც 41,000 ადამიანის ტესტირების შემდეგად მიიღეს. გასულ კვირას კომპანიამ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც ვაქცინა 90%-ით წარმატებულია.
მანამდე Moderna-მ დაანონსა საკუთარი პრეპარატი, რომელიც ასევე მაღალშედეგიანი აღმოჩნდა, 95%-თ. Pfizer და BioNTech-ს განცხადებით კომპანია აპირებს მიიღოს ნებართვა აშშ-ში, რათა გადაუდებელ და კრიტიკულ შემთხვევებში გამოიყენონ მათი პრეპარატი.
საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, რადგან კომპანიას ტესტირება ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა ისინი აცხადებენ რომ არ არსებობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები. თუმცა მოხალისეების 2%-ში შეინიშნებოდა მსუბუქი თავის ტკივილი და დაღლილობა.
პრეპარატის ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში,თურქეთში, სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში, რის შედეგადაც მონაცემები შეგროვდება ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დასადგენად.