ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი კარენ დონფრიდი აცხადებს, რომ საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. მის განცხადებას ,,ამერიკის ხმა" ავრცელებს.
როგორც მან სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, მისი კანდიდატურის დატკიცების შემთხვევაში, გაარძელებს ძალისხმევას, რათა 19 აპრილის შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაცია მოხდეს.
,,დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. რთულია საკმარისად ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუევერენიტეტისადმი მხარდაჭერას. გავაგრძელებთ მხარდაჭერას, საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერეზე" - აცხადებს დონფრიდი.
ცნობისთვის, კარენ დონფრიდი, სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას დაიკავებს. ამ პოსტზე ის პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა.