Amazon-მა საკუთარი ონლაინაფთიაქის მომსახურება დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინოს რეცეპტით დანიშნული პრეპარატები.
სერვისის მისაღებად მომხმარებლებმა უნდა წარმოადგინონ რამდენიმე ძირითადი ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ამაზონი Prime-მომხმარებლებს ფასდაკლებას შესთავაზებს გარკვეულ მედიკამენტებზეც. კომპანიის ახალი ინიციატივა მონაცემების პრივატულობაზე ეჭვს ბადებს, რადგან ამაზონმა 2018 წელს შეიძინა ონლაინაფთიაქების გიგანტი - “Pillpack”-ი, რის გამოც გაჩნდა ეჭვი კლიენტების მონაცემების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
ამაზონი პრივატულობის პრობლემაზე განმარტებას BBC-სთან აკეთებს: „Pillpack-ის მონაცემები არ იქნება სხვებისთვის ხელმისაწვდომი და არც რეკლამის დროს იქნება ნებადართული მათი გამოყენება“.
ამ ეტაპზე ონლაინგაყიდვების გიგანტის ახალი სერვისი მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანია ამ მხრივ გაფართოვებას გეგმავს და აპირებს. შევიდეს კანადის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზეც.