ტუნისის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები უძღვის წინ. ტუნისის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობას თავად უხელმძღვანელებს.
BBC-ის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მთავრობის ქმედებები მიუღებელია.
ტუნისის პარლამენტის სპიკერი მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის წინააღმდეგ გადატრიალებად აფასებს.