ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს.
როგორც Europetime-ს საქართველოს პარლამენტში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის პრეზიდენტი დღეს კახა კუჭავას შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და რიკ დაემსი ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს ერთობლივად შეხვდება.
,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება 27 ივლისს. ჯერ იქნება ორმხრივი შეხვედრა და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, სადაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებიც იქნებიან", - განაცხადეს პარლამენტში.
ამასთანავე, როგორც ცნობილია, დაემსი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს - საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს.
ცნობისთვის, რიკ დაემსი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა