რიკ დემსი: პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, ვერასოდეს გამართავ ღირსეულ დიალოგს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ

„პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, თქვენ ვერასოდეს გამართავ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვით გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა თბილისში ვიზიტისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევას, ოკუპირებულ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.

„ცხადია, განვიხილეთ უამრავი საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, საქართველოს პრემიერის ინიციატივა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის შესახებ, ტრიოს ფორმატი მოლდოვასთან და უკრაინასთან. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს თავმჯდომარეობა, რაც გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში“, - განაცხადა რიკ დემსმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ნამდვილად დიდ პროგრესს განიცდის და მთავარი საკითხი, რომელიც ევროსაბჭოს და საპარლამენტო ასამბლეას აინტერესებს არის ის, რომ ქვეყანა დარჩეს და უფრო და უფრო შორს წავიდეს პანევროპული და ევროპული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოში ემოციების დეესკალაციას. მე მაქვს განცდა, რომ ემოციები იკლებს. ეს პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვით გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ პრობლემის ნაწილად დარჩენის ნაცვლად, ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ პროგრესს მივაღწევთ, რადგან ურთიერთობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის განსაკუთრებულია ჩვენ უნდა მოვახდინოთ დეესკალაცია და ასეც გავაკეთებთ", - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

რა საკითხები განიხილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე