აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან „ნამდვილ ომში“ თუ აღმოჩნდება, ეს კიბერთავდასხმის შედეგი იქნება.
ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში ვიზიტისას განაცხადა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, კიბერუსაფრთხობა ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგის სათავეში მოექცა ისეთ მსხვილ ობიექტებზე კიბერთავდასხმების შემდეგ, როგორიცაა კომპანიები, SolarWinds და Colonial Pipeline, ხორცის გადამამუშავებელი კომპანია JBS და პროგრამული ფირმა Kaseya. კიბერთავდასხმების შედეგად აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში ენერგორესურსებისა და სურსათის მიწოდება შეფერხდა.
„ვფიქრობ, დიდი ალბათობით, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ომში, ნამდვილ ომში მსხვილ სახელწმიფოსთან – ეს იქნება კიბერუსაფრთხოების დარღვევის შედეგი და შესაძლებლობები იზრდება გეომეტრიული პროგრესიით“, - აღნიშნა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.