სენატორი რიში: "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა

სენატორი ჯიმ რიში 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებად აფასებს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტია მხოლოდ მის მომავალზე ზრუნავს და არა მთლიანად ქვეყანაზე. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - წერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. დღეს, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, რადგან მან მისია შეასრულა და თავი ამოწურა.