შარლ მიშელის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს

კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სტრატეგიული მრჩეველი ​იურეკ კუჩიევიჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ფართო კონსულტაციებს აწარმოებს აქტორებთან და ჩართულ პარტიებთან.

"პრეზიდენტი მიშელი ამ ეტაპზე ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს“, – წერს შარლ მიშელის მრჩეველი.