IRI-ის პრეზიდენტი დენიელ ტვინინგი გულგატეხილია, რომ საქართველოში, მმართველი პარტია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოვიდა. მისი შეფასებით, ეს იყო დოკუმენტი, რამაც მხარეები გააერთიანა, ჩართულიყვნენ დემოკრატიულ პროცესებში საკანონმდებლო არხებით.
„დასანანია იმის ნახვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია გამოვიდა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რამაც მხარეები გააერთიანა, ჩართულიყვნენ დემოკრატიულ პროცესებში საკანონმდებლო არხებით. ქართული დემოკრატია უკან იხევს - რისკის ქვეშ აყენებს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - აღნიშნავს დენიელ ტვინინგი.
ამერიკის საელჩო: აშშ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით