აშშ თავისი დიპლომატიური მისიებიდან რუსეთში 182 ადგილობრივ მოქალაქეს გაათავისუფლებს

აშშ თავისი დიპლომატიური მისიებიდან რუსეთში 182 ადგილობრივ მოქალაქეს გაათავისუფლებს. სახელწმიფო მდივან ენტონი ბლინკენის შესაბამისი განცხადება დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.

„რუსეთის მთავრობა კრძალავს ადგილობრივი მოქალაქეების აყვანას სამსახურში. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ქმედება გვაიძულებს, გავათავისუფლოთ 182 ადგილობრივი თანამშრომელი და ათობით კონტრაქტორი ჩვენს დიპლომატიურ დაწესებულებებში მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და ეკატერინბურგში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ დიპლომატიურ მისიებში ამ უცხო ქვეყნების მოქალაქეობის არმქონე, აშშ-ის არცერთი თანამშრომლის აყვანა არ შეეძლება.