ისრაელი ირანს ნავთობის ტანკერზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ისრაელი ირანს ომანის მახლობლად ნავთობის ტანკერზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაღუპულია 2 ადამიანი, რომლებიც რუმინეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანელ კოლეგებს ესაუბრა უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობაზე.

„ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის ტერორიზმის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის ექსპორტიორია, რაც ჩვენ ყველას გვაყენებს ზიანს", - განაცხადა მინისტრმა.

თეირანს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-მა განაცხადა, რომ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

მისი ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე დრონით იერიში განხორციელდა.