ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა. კერძოდ, სანქციებს შეურთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 2 ოქტომბერს დაამტკიცა, 6 ნოემბერს კი სანქციები გააფართოვა.
სანქციების ფარგლებში შედგენილი შავი სია 60-მდე პირს მოიცავს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტს – ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის დამხმარეს ვიქტორ ლუკაშენკოს, ასევე ლუკაშენკოს პრესმდივან ნატალია ეისმონტს.