იაპონიაში 100 წლის ან მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობამ 100 000-ს პირველად გადააჭარბა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იაპონიაში 100 წლის ან მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 000-ს.


სტატისტიკური მონაცემებით, იაპონიაში ამჟამად 107 677 ას წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; მათგან 88% ქალია. ყველაზე ხანდაზმული ქალია კიოტოს მკვიდრი, 114 წლის ფუიო კიშიმოტო, ხოლო ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი — კუმამოტოს მკვიდრი, 112 წლის ჰიკარუ კატო.


ექსპერტები იაპონელთა სიცოცხლის ხანგრძლივობას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის — ჯანსაღ კვებასა და აქტიური ცხოვრების წესს.


ამ კუნძულოვანი ქვეყნის სამზარეულო ძირითადად თევზის, ბოსტნეულისა და ბრინჯისგან შედგება და დასავლური კვების რაციონისგან განსხვავებით, ნაკლებად გაჯერებულ ცხიმს შეიცავს.


ხანდაზმულები ასევე რეგულარულად დადიან ფეხით, ველოსიპედით, სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ვარჯიშობენ.