პრემიერი: ეკონომიკის აღდგენა უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

ეკონომიკის აღდგენა უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმითმ, ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის.

„ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. ეკონომიკური ზრდის 6 თვის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. ეს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაა. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, ახალი პროექტების დაფინანსებას. ამისთვის, ქალბატონი ნათია თურნავა დღეს განახლებულ პაკეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენთვის საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვითარება.

ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და ეპიდსიტუაციის მართვა. ამისთვის, სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.