აშშ ხორვატიასთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს

აშშ ხორვატიასთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს. პროცესი უკვე დაწყებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.

„დღეს ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად წარვადგინე. ეს ნაბიჯი უვიზო მიმოსვლისკენ ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს ადასტურებს, რაც პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისათვის მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილებაში გამოიხატება. ჩვენ აშშ-ხორვატიის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ველით“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.