ღარიბაშვილი IRI-ის კვლევაზე: მართულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ

NDI-ის და IRI-ის, მაგრამ მათ მიერ ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ატარებენ საველე სამუშაოს, უშუალოდ არიან მართულნი და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩვენ არასდროს ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე, აქვე მინდა დავადასტურო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვსემთ NDI-ის და IRI-ის, მაგრამ მათ მიერ ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ატარებენ საველე სამუშაოს, უშუალოდ არიან მართულნი და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსაუხურებს NDI-ის და IRI-ის დაკვეთილი კვლევები. ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, როგორ განვითარდეს შემდეგი წლები ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობას, 88%-ს ყველაზე მეტად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზე კი თბილისის მერი კახა კალაძეა. ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა 40%-ისთვის არის მოსაწონი, 54%-ს კი ის არ მოსწონს, 2%-ს მისი სახელი არ სმენია.

ამავე თემაზე: IRI-ის კვლევით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14 % „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა