ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი, რომელიც მათი თქმით, ვირუსისგან ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს.
სპრეი ცხვირის ღრუში იჭერს და ბოჭავს ვირუსს, შესაბამისად ხელს უშლის მის ორგანიზმში გავრცელებას. სპრეის ბლანტ საფარში გახვეული ვირუსი ორგანიზმიდან ცხვირის მოწმენდის გზით ან გადაყლაპვით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით გამოიდევნება. ამას გარდა, თუ ხველის ან ცემინების შედეგად სპრეის მიერ შებოჭილი ვირუსი სხვა ადამიანს გადაეცა, ძალიან მცირეა ამ ადამიანის ვირუსის აქტიური ნაწილაკებით დაინფიცირების ალბათობა.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ სპრეის კომერციალიზაცია საკმაოდ მალე დაიწყება.