„Agile Spirit არის ძალიან ეფექტიანი ინსტრუმენტი NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებისთვის და იმ უნარების, შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია აგრესიის შესაკავებლად“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც „მტკიცე სული 2021-ის“ დასკვნით ღონისძებაზე დაუსვეს შეკითხვა.
„ძალიან მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო დღეს აქ სამხედრო წვრთნების Agile Spirit 2021-ის წარმატებულ დახურვაზე. ეს არის მნიშვნელოვანი საგულისხმო მაგალითი იმ საერთო ღირებულებებისა, რომლებსაც საქართველოს NATO-ელი მოკავშირეები და მეგობრები იზიარებენ. დღეს NATO-ს 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მხარდამხარ იდგნენ ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან.
Agile Spirit არის ძალიან ეფექტიანი ინსტრუმენტი NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებისთვის და იმ უნარების, შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია აგრესიის შესაკავებლად, ასევე, იმ უნარების გასავითარებლად, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის კოალიციაში ერთობლივი ოპერირებისთვის. ეს წვრთნები არის კარგი მაგალითი, რამდენად ძლიერია აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა, ასევე საქართველოს, NATO-ს და მის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობა. ეს წვრთნები არის კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შეჩერება შეძლოს და ჰყავდეს ეფექტიანი სამხედრო ძალები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.