„საქართველოს მხრიდან ამ განცხადების სერიოზულად აღსაქმელად პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც „მტკიცე სული 2021-ის“ დასკვნითი ღონისძების შემდეგ დაუსვეს შეკითხვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ „რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე“.
„ვფიქრობ, ქართველებს რუსეთისგან მსგავსი გზავნილები ადრეც მოუსმენიათ. თუმცა საქართველოს მხრიდან ამ განცხადების სერიოზულად აღსაქმელად პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელების. ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და დაუყოვნებლივ ხსნის წვდომას ჰუმანიტარული დერეფნებზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის დიალოგის მექანიზმი და თუ რუსეთი გამოიყენებს ამ მექანიზმს უფრო ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, შესაძლოა, დავინახოთ მეტი პროგრესი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ამავე თემაზე: რუსეთი მორიგი პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას შეეცადა - საგარეო უწყება