„კოალიციური მთავრობა ალბათ შემდეგი ნაბიჯია, როგორ წარმოგვიდგენია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, გამოსავალია, ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო - კოალიციური მთავრობა. ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, კოალიცია აუცილებელია, არ შეიძლება მუდმივად ქვეყანაში ერთი პარტია იყოს.
„არ შეიძლება მუდმივად, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს ზოგი საკითხების, შეიძლება იყოს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ხედვა და კოალიცია მაინც შესაძლებელი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებაზე და იმაზე, რაც ააუცილებელია - ტოლერანტობა. არ შეიძლება ყველა მტერი და მოღალატე იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „იმედთან“ ინტერვიუში.
შეკითხვაზე, არის თუ არა მისი კრიტიკა გულწრფელი მმართველი პარტიის მიმართ, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს დღევანდელობის შეფასებაა.
„არ მაქვს სურვილი, გავაკრიტიკო მმართველი პარტია იმიტომ, რომ მომეპრიანა კრიტიკა. წინსვლა მინდა და ის, რომ ევროკავშირის აქტიური ჩართულობა, რაც ახლა ჩანს, არ დავკარგოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.