საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს, დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს.
ამის შესახებ ყოფილი ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად კანონთან შეუსაბამოდ ჩათვალა, განაცხადა, რომ ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ხმები გაუქმებულად გამოაცხადო. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს“, - წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. შედეგები არ ცნო ოპოზიციამ და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 21 ნოემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში კი, მონაწილეობა მხოლოდ მმართველმა პარტიამ მიიღო.
The West saw August 9 presidential #election in #Belarus as so tainted that new vote is required, but October 31 parliamentary election in #Georgia as not so rigged as to invalidate vote. Opposition boycott of parliament lacks Western support. https://t.co/unDeARqPAC
— William Courtney (@courtneywmh) November 22, 2020