საელჩო: შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება

ამერიკის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება.


ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის" გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა.

ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს.


შსს-ის ცნობით, სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (EUCOM), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა. სასაზღვრო სექტორი, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა.