ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო თანამდებობას ტოვებს.
ფაქტს წინ უძღვის იმპიჩმენტის გამოძიება, რომელიც კუომოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ამ ბრალდებას ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან არ სურს, რომ ხელი შეუშალოს ნიუ-იორკს.
"ნიუ-იორკელი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი. მე მებრძოლი ვარ და ჩემი ინსტინქტი მკარნახობს, რომ ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურადაა მოტივირებული. მჯერა, რომ ეს არ არის სამართლიანი და იმ ქცევის დემონიზებას ახდენს, რომელიც საზოგადოებისთვის არამდგრადია", - აღნიშნა კუომომ განცხადებაში.
გასულ კვირას, ნიუ-იორკის შტატის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა რამდენიმე ქალი და დაარღვია შტატის კანონი. ამ ბრალდებებს ის უარყოფს.
ენდრიუ კუომოს ადგილს 62 წლის ქეით ჰოქული დაიკავებს, რომელიც ნიუ-იორკის პირველი ქალი გუბერნატორი იქნება.