პოლონეთის კოალიციური მთავრობა ჩამოშლის პირასაა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ თანამდებობიდან მისი მოადგილე გადააყენა. უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერი იაროსლავ გოვინი კანონში ცვლილებას ეწინააღმდეგება. საუბარია მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ძირითადი კენჭისყრის წინა დღეს, რომელიც კრიტიკოსების აზრით, მცდელობაა, გააჩუმოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეარხი. BBC-ის ცნობით, კანონპროექტის განხილვას საპროტესტო აქციაც მოჰყვა
მთავრობა ამბობს, რომ კანონი, რომელიც ბლოკავს არაევროპულ ფირმებს პოლონურ მედიაკომპანიებში, საჭიროა მტრული უცხოური ძალების მიერ მაუწყებლებზე კონტროლის აღსაკვეთად. კანონპროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ.