გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრიტანელი კაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
BBC-ის ცნობით, კაცი ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა და ბრალდების მტკიცებით, დოკუმენტებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ფულის სანაცვლოდ გადასცემდა. ბრიტანელი კაცი პოტსდამში დააკავეს.