გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.
ინფორმაციას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
"კარგი შეხვედრა მქონდა ცესკოს ახალ თავმჯდომარესთან. წარმატება ვუსურვე მას და მის გუნდს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე.
ცესკოს როლი დიდია, საარჩევნო პროცესის თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვაში, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - აღნიშნულია ტექსტში.