პოლონეთში საზეიმოდ გაიხსნა აშშ-ის მე-5 საარმიო კორპუსის მოწინავე სარდლობა, რომელიც პოლონეთში, ამერიკელი სამხედროების დაახლოებით 5500 კაცამდე გაზრდას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ Euractiv-ი და „ევროპეისკაია პრავდა“, ადგილობრივ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებიან.
„მოწინავე სარდლობის ყოფნა აქ, პოლონეთის მიწაზე, არის გარანტია პოტენციური აგრესორის შეკავებისა. პოზნანიდან მე-5 კორპუსი უხელმძღვანელებს აშშ-ის სახმელეთო ნაწილებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოქმედებს“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიშ ბლაშჩაკმა.
200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმსახურებს ქალაქ პოზნანაში, ხოლო აშშ-ის მეხუთე საარმიო კორპუსის სარდლობა ერთადერთი ამ დონის სტრუქტურა იქნება ევროპაში.
დაწინაურებული სარდლობა, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ საქმიანობას და დაგეგმარებას, აშშ-ის და ნატოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების თანამშრომლობასა და სინქრონულ მოქმედებას გაუწევს კოორდინაციასა და კონტროლს.
ორი კვირის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აშშ-სა და პოლონეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას რატიფიკაცია მოახდინა.