აშშ საჭიროების შემთხვევაში ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ სწრაფად იმოქმედებს. განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის არმიას მისცა „ყველა შანსი“ თალიბანის წინააღმდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ავღანეთში კოლაფსი იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
- ჯო ბაიდენმა უპასუხა კრიტიკას, რომ შეერთებული შტატები არ მოქმედებდა საკმარისად სწრაფად ავღანელი სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის. ის ამბობს, რომ შეფერხების ორი მიზეზი არსებობდა. „ავღანელებს არ სურდათ ადრე წასვლა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ავღანელ მაღალჩინოსნებს არ სურდათ „ნდობის კრიზისის“ გამოწვევა, რაც მასობრივი ევაკუაციის დაწყების შემთხვევაში მოხდებოდა“.
- ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთში მიმდინარე კრიზისი „მტკივნეულია“ ამერიკელი ვეტერანებისთვის, რომლებიც იქ ბოლო 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ.
„გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენი დიპლომატიით, საერთაშორისო გავლენით და ჰუმანიტარული დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დიპლომატიის შენებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რომ თავიდან ავირიდოთ ძალადობა და არეულობა. ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ავღანელი ხალხის ძირითად უფლებებზე. მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, მაგრამ ამის გზა არ არის დაუსრულებელი სამხედრო განლაგება“.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავღანეთის მთავრობამ არ გაითვალისწინა მისი რჩევა „თალიბანთან“ პოლიტიკური გადაწყვეტის თობაზე მოლაპარაკების შესახებ.
მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ამტკიცებდა, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალები იბრძოლებდნენ, თუმცა ის შეცდა.
ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ საუბრისას განაცხადა:
„მე მტკიცედ ვრჩები ჩემს პოზიციაზე“.
„არ შეიძლება, რომ ამერიკელები იღუპებოდნენ და იბრძოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს საკუთრი თავისთვის არ სურთ ბრძოლა“, - დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარიგებამ „თალიბანთან“, შეამცირა ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ქვეყანაში 15,500 -დან 2,500 -მდე და რომ რომ ტრამპის გარიგება "თალიბანთან", მოითხოვდა აშშ - ის ძალების დატოვებას პირველ მაისამდე.
„თალიბანი“ სამხედრო თვალსაზრისით 2001 წლიდან ყველაზე ძლიერი იყო. არჩევანი, რომელიც უნდა გამეკეთებინა, როგორც თქვენს პრეზიდენტს, ან უნდა მივყოლოდი ამ შეთანხმებას, ან მზად ვყოფილიყავი, დავბრუნებულიყავი თალიბებთან საბრძოლველად მაისის შუა რიცხვებში“.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფი „ყურადღებით აკვირდება“ ავღანეთში არსებულ სიტუაციას.
ის აღნიშნავს, რომ აშშ-ის მისია და მიზანი არა სახელმწიფოს შენება, არამედ ტერორიზმთან ბრძოლა იყო.
ამავე თემაზე:
ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა
ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება
აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის
ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება
ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ
70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს