ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. მთავრობის მეთაურს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა, ქალაქ ლვოვში უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრები ლვოვის ხალხური არქიტექტურის მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერეს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალისთვის გაიმართა კულტურული ტური ლვოვის ისტორიულ ცენტრში. პრემიერ-მინისტრებმა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 21 აგვისტოს ესტუმრა. მთავრობის მეთაურის ვიზიტი 23 აგვისტოს სრულდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი და შმიგალი უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა