,,უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.
მთავრობის მეთაურმა დენის შმიგალს მშობლიურ ქალაქ ლვოვში გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დიდი პატივია ჩემთვის, ოფიციალურად ვიმყოფებოდე ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ძალიან თბილი მასპინძლობისთვის. ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა თავის მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი პატივი და მინდა ასევე დავაფიქსირო, თუ რაოდენ მადლიერი ვართ ჩვენ ასეთი მასპინძლობისთვის. უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც აკავშირებს ორ მეგობარ სახელმწიფოს. ფართო სპექტრი საკითხების, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს, ვაჭრობას და ეკონომიკას, ზოგადად, ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები და როგორც უკრაინა, ასევე საქართველო, მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა და მეორეს მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები.
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მინდა გამოვხატო მადლიერება და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ, ყოველთვის საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე: