,,უნდა გავზარდოთ ტვირთები, როგორც საქართველო-უკრაინას შორის, ასევე ვუზრუნველყოთ, გადაზიდვები მესამე ქვეყნებში ჩვენი ტერიტორიების გამოყენებით ", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას გამოთქვა დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის განვითარების.
,,ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინას რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების.
უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და საბორნე მიმოსვლები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა იმისათვის, რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის ისე , ვუზრუნველყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით", - განაცხადა შმიგალმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
ამავე თემაზე:
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
ღარიბაშვილი და შმიგალი უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა