საქართველოში ორჯერ აცრილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, მას ჰქონდა ქრონიკული დაავადებები და ექიმების ძალისხმებვა უშედეგო აღმოჩნდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, მსგავსი ფაქტები მსოფლიოშიც ფიქსირდება და ასეთი შემთხვევები მინიმალურია.
„მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებება, რომელიც ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60.