ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირი არ გახსნის ევროპულ „ჰუმანიტარულ“ დერეფნებს ავღანეთისთვის

ევროკავშირის თავმჯდომარე, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა აცხადებს, რომ ევროკავშირი არ გახსნის ევროპულ „ჰუმანიტარულ“ დერეფნებს ავღანეთისთვის.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, დაეხმარებიან მხოლოდ იმ პირებს მიიღებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს NATO-ს მისიას ავღანეთში.

„ევროკავშირი არ გახსნის ევროპულ „ჰუმანიტარულ“ დერეფნებს ავღანეთისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ 2015 წლის სტრატეგიული შეცდომების განმეორებას“, - წერს სლოვენიის პრემიერი.

ამავე თემაზე: ქვეყნები, რომლებიც ავღანელი ტოლვილების მისაღებად მზად არიან