ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც Ростелеком-ზე, Московский комсомолец-სა და სხვა რუსულ ვებრესურსებზე წვდომა იზღუდება.

ასევე იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც.

შემზღუდავი ღონისძიებები სულ 12 რუსულ კომპანიას შეეხება.