ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გლობალური პანდემიის პირობებში ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილდა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაზე.
„უკრაინასა და საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. ჩვენ მხარდამხარ ვმდგარვართ მშვიდობისა და ომიანობის ჟამს. საერთო მტრის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი და მთავარი ღირებულებებისთვის - თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველთვის გვაძლიერებდა ნებისმიერი სხვა ძალის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ერთობის რღვევის მცდელობისკენ იყო მიმართული.
უკრაინელები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ რუსი აგრესორების წინააღმდეგ 90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში. ლეონიდ ტკაჩუკი, რომლის დანაწევრებული ცხედარი ნაპოვნი იყო და ოჯახს სულ რამდენიმე დღის წინ გადაეცა, იმ მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ წარმოჩინდება, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მისი თავგანწირვა ქართველებმა სახელმწიფო ჯილდოთი დააფასეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.
„გაანადგურა არაერთი ქართული სოფელი. ჩაატარა ეთნიკური წმენდა, რის გამოც არაერთ ქართველს მოუწია საკუთარი ტერიტორიების დატოვება. შედეგად ამას მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. ყოველივე ამან საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო უსაფრთხოებას. რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინამ იგივე ბედი გაიზიარა. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას და დემოკრატიულ პროცესებს. ყოველივე ეს იმის ფონზე, როდესაც ის არ ასრულებს საერთაშორისო ძალისხმევას, მათ შორის, 2008 წლის შეთანხმებას.
ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით, უნდა გამოვიჩინოთ მცოცავი ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. დესტაბილიზაციის წინააღმდეგ დასავლეთი უნდა იყოს ერთად. მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
ჩვენ კვლავ მტკიცედ ვდგავართ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოზიციაზე. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მიუყვებით. პარალელურად, ჩვენ მიუყვებით კონსოლიდირებულ, დემოკრატიულ რეფორმებს, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. განურჩევლად იმისა, თუ როგორ შეუშლის ხელს ჩვენს განვითარებას ჩვენი ოპონენტები, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ გზას.
ჩვენ არასდროს დავნებდებით გამოწვევებს. ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ „ყირიმის პლატფორმა“ იქნება ის პლატფორმა, რომელსაც ექნება გავლენა შავი ზღვის რეგიონის გამოწვევებზე. ჩვენ შევძლებთ შავი ზღვის რეგიონის ისე ფორმირებას, რომ იგი გახდეს ისეთი რეგიონი, სადაც განვითარება და კეთილდღეობა იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.