ვოლოდიმირ ზელენსკი: სავსებით შესაძლებელია, 23 აგვისტო შევიდეს ისტორიაში, როგორც დეოკუპაციის დაწყების თარიღი

„ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ოკუპაციის შემდეგი მსხვერპლი არ გახდება“, - განაცხადა უკრაიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში, „ყირიმის პლატფორმის სამიტზე“.

მან აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმა უნდა გახდეს ცენტრი ყირიმის შესახებ ძირითადი საერთაშორისო გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღებისათვის.

„მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ ყირიმის დასაბრუნებლად, რათა ის გახდეს ევროპის ნაწილი უკრაინასთან ერთად. ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო პოლიტიკურ, სამართლებრივ და, უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიურ საშუალებას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„დღეიდან, ჩვენი მიწის - უკრაინის ნახევარკუნძულის გათავისუფლების პროცესის თაობაზე ათვლას კალენდარზე რეალურად ვიწყებთ. სავსებით შესაძლებელია, 2021 წლის 23 აგვისტო შევიდეს ისტორიაში, როგორც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დეოკუპაციის დაწყების დღე.

ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია დაიწყო მოსკოვში. ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ყირიმის დეოკუპაციას კიევში. მოდით, დავიწყოთ ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე თემაზე: უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება