საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. აუდიენციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.
ის წერს, რომ კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
„ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ", - წერს ნინო გიორგობიანი Facebook-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.
დღეს კი საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობდა რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებოდნენ.
ამავე თემაზე: