სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებისკენ ერთნაირი გზა გაიარეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო. საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებისკენ მიმავალი ერთნაირი გზა გაიარეს და ჩვენ ერთად ვივლით ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.