„თალიბანის" ინფორმაციით, 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაცია აიკრძალება. ამის შესახებ მოძრაობის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 31 აგვისტომდე საკმარისი დროა, რათა უცხოელი მოქალაქეების ავღანეთიდან გაყვანა მოხერხდეს.
ამასთან, „თალიბანის“ პრესსპიკერი ამბობს, რომ თალიბები არ ემხრობიან ავღანელების მიერ ქვეყნის დატოვებას.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.