აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ვადებს არ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ამერიკულ მედიას თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელა განუცხადა.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დროულად დასრულება შეუძლია.
„მისიის ვადები, რომელიც თვის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, არ შეცვლილა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოსთვის უნდა დაასრულოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.
ამავე თემაზე: