საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში. შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას.
შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.
ცნობისთვის, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაზე დოკუმენტს ხელი მაისში მოაწერეს.