უზბეკეთი მზადაა, დაეხმაროს გერმანიას ავღანეთიდან ევაკუაციაში

უზბეკეთი მზადაა, გახსნას თავისი საზღვრები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავღანეთიდან „თალიბანის“ მმართველობის გამო გაიქცნენ. Reuters-ის ცნობით, საუბარია გერმანიის მიერ შედგენილ იმ პირთა სიაზე, რომლებსაც ქვეყნიდან ევაკუაცია ესაჭიროებათ.

ბრიტანული სააგენტო ამ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰეიკო მაასი უზბეკეთის დედაქალაქში იმყოფებოდა.

ის ავღანეთის საკითხის განსახილველად, შუა აზიაში 4 დღიანი ტურნეს ფარგლებში პაკისტანსა და ახლო აღმოსავლეთს ეწვია.